განხორციელებული აქტივობა ,,დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო
ჩარჩოს” მიხედვით.
თემა:სსიპ ქალაქ თბილისის N105 საჯარო
სკოლის III გ კლასის (ხელ-ლი თინათინ ხუციშვილი) მიერ ,,კლასის წესები“( ჩვენ ვქმნით წესებს ჩვენი კლასისთვის).
მიზანი: მოსწავლეებმა შეიმუშაონ ჯგუფებში კლასის საერთო წესები. გაიგონ
რა უნდა ახასიათებდეს კარგ წესს,
შედეგი:მოსწავლეები შეიმუშავებენ კლასის საერთო წესებს, გაიგებენ, რომ
წესრიგი საჭიროა ყველა გარემოში, რომ ადამიანთა ჯგუფი წესრიგისა და ძირითადი წესების
გარეშე ვერ იქნება მიჩნეული დემოკრატიულად. მოსწავლეები გაიგებენ, რომ აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე მიიღონ მონაწილეობა წესების
შედგენაში, ამ გზით შეძლებენ ისინი წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერებას. წესრიგის
დაცვა შეიძლება სახალისოც კი იყოს, თუ იგი საზოგადოების თითოეულ წევრს ეხმარება, თავისუფლად
გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.
აქტივობის აღწერა:
აქტივობა 1
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:
·
სკოლაში ქცევის რომელი წესები იცით?
·
თქვენი აზრით ვინ ქმნის წესებს?
·
ვინ უზრუნველყოფს წესების დაცვას?
მოსწავლეები პასუხობენ კითხვებზე.
აქტივობა 2
მოსწავლეები ჯგუფებში ასრულებენ შემდეგ დავალებას:
ა)რატომ არის მნიშვნელოვანი სასკოლო წესების დაცვა?
ბ)რა ხდება კლასში, როცა მოსწავლეები სასკოლო წესებს არღვევენ?
გ)მოიფიქრეთ რამდენიმე წესი, რომელიც გსურთ, რომ იყოს კლასში გამოკრული.
ჯგუფები ეცნობიან ერთმანეთის ნამუშევრებს.
აქტივობა 3
მოსწავლეები შეთანხმდებიან, აირჩევენ იმ წესებს, რომლებიც მათი მოსაზრებით
კლასში უნდა მოქმედებდეს. გადაიტანენ ფორმატზე,
თითოეული მოსწავლე დაურთავს თავის ხელმოწერას და გამოაკრავენ კლასში.

No comments:
Post a Comment