ცოდნა ანთბულ საბუნთელს ჰგავს: ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელსიმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს.
სანთელს კიდევ იმაში ჰგავს ცოდნა, რომ თუნდაც ოდნავ ბჟუტავდეს სიბნელეში, ქურდს, ყაჩაღს,მტერს აფრთხობს, იქ სინათლეა – ესე იგი, ღვიძავთო; დაგვიანებულ შინაურს კი ახარებს იმით, რომ იქ ფხიზლები დამხვდებიანო.
სანთელს მარტო იმაში არა ჰგავს, რომ სანთელი, როცა იქნება, ჩაიწვება და გაქრება ხოლმე. ერთხელ ანთებული ცოდნა კი არასოდეს არ გაქრება: მამიდან შვილზე გადადის, შვილიდანშვილიშვილზე, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული.
ცოდნა იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის. როგორც საყდარი, როგორცეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, - ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმეგლეხსაც და თავადსაც, ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმინდობილი და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდე.
No comments:
Post a Comment