Friday, November 24, 2017


მათემატიკა--დასაწერად: "ვეფხვაძიდან"  გვ.103 -ის  6და 7  გვ.104-ის 1და2   გვ.105-ის 3

რიცხვების შედგენილობა 100-ის ჩათვლით ზეპირად!
 ბუ და ბულბული
ოტია იოსელიანი


მთელი ღამე თაგვებსა და ვირთაგვების ჭერაში გართული ბუსაამო სტვენა-გალობამ შეაშფოთა. ბულბულის წკრიალი სმენასსტაცებს და ნადირობა ავიწყდება, სანახევროდ მშიერი რჩება.

 მიფრინდა ვარდის ბუჩქთან და ბულბულს უსაყვედურა:

 __რაა, რომ მთელი ღამე თავს არ დებ? მე დღე მძინავს, შენ დღისითსაკვების ძებნას უნდები, დაღამდება და დილამდე გალობ დაგალობ.

 __მე ამის ნიჭი დამამადლა გამჩენმა და ჩემი საქმე ხომ უნდავაკეთო?

 __ნიჭი კი, მარა... არასდროს ისვენებ? მეც... კი, შენს სიმღერას რასჯობს, მაგრამ სმენას ატკბობ, ნადირობის ჟინს მართმევ, უმადობასმმართებ და ვშიმშილობ .

 __ასე რომ არ ვქნა, მღრღნელებს ხომ მთლიანად მუსრს გაავლებ?

 __მერე, მაგას რა სჯობს!
_კი, მაგრამ მერე რაღას ჭამ? შიმშილით ხომ მთლად სულიგაგძვრება?!

 ბუ დაფიქრდა: ბრძენი ბრძენია, ჭკუის სწავლა იმასაცსჭირდება.

No comments:

Post a Comment