Thursday, December 1, 2016

ქართული

 გაკვეთილის თემა: ასო-ბგერა: ,,ზ''
საკითხავი მასალა- ,,თევზი

 მეთევზე და თევზი
   მეთევზემ დაიჭირა თევზი, თევზმა უთხრა: ხომ ხედავ, პატარა ვარ, ერთი ლუკმაც არ გამოვალ, გამიშვი, გავიზრდები, მაშინ დამიჭერ და სარგებელი უფრო მეტი გექნებაო. მეთევზემ უთხრა: წყალში თევზსა და ჰაერში ფრინველს, ფასი როდი აქვსო.
                                                                                        ი. გოგებაშვილი

,,სიტყვის სკივრი''
ზვავი- ზევიდან დიდ გროვად წამოსული თოვლი.
კოზაკი- აქლემის ნაშიერი
ნაგაზი- დიდი, ავი ძაღლი გარკვეული ჯიშისა.

    თევზი
   თევზი ისეთი ცხოველია, რომელიც მუდამ წყალში ცხოვრობს. ამის გამო, მას ფილტვების მაგივრად, ლაყუჩები აქვს, რათა წყალში ისუნთქოს. როცა ის ჰაერზე მოხვდება, 2 წუთს თუ გაძლებს, რადგან მისი ლაყუჩები მხოლოდ წყალში სასუნთქადაა ვარგისი, როგორც ჩვენი ცხვირი და ფილტვები- ჰაერზე. თევზს ქერცლიანი კანი აქვს, რადგან უკეთ ცურვაში დაეხმაროს, მიმართულება მისცეს და წონასწორობა არ დააკარგვინოს. თევზი სხვადასხვაგვარია, მაგ. ვეშაპი, ზვიგენი, დელფინი და ა.შ.  პატარა თვევზებსაც სხვადასხვა ჯიშები აქვთ. მაგ, კალმახი, ორაგული, თითისტარა, ქაშაყი, ჭიჭყინა და ა.შ. თევზები ოჯახურ პირობებში აკვარიუმში ჰყავთ.
 

       ზებრა
ზებრა ცხენს ჰგავს, მთელი სხეული დაფარული აქვს მუქი და ღია ფერის ზოლებით, რის გამოც მტრისთვის შეუმჩნეველია. ზებრები ჯოგებად ცხოვრობენ და ხშირად იცვლიან საცხოვრებელ  ადგილს. ისინი ბალახით იკვებებიან, ამიტომ საცხოვრებლად გაშლილ მინდვრებს ირჩევენ. 


No comments:

Post a Comment