Friday, November 11, 2016

სულხან-საბა ორბელიანი: სოფლის მაშენებლები

 სულხან-საბა ორბელიანი: სოფლის მაშენებლები


ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდნენ: სოფელი ავაშენოთო!ძაღლმა უთხრა: როგორ ავაშენოთო?მამალმა უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო.წავიდნენ ტყეში. ძაღლმა ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა, ყივილი დაიწყო. მელას ხმა ესმა, მოვიდა და მამალს ჰკითხა: მანდ რას აკეთებო?მამალმა უთხრა: სოფელს ვაშენებთო.მელიამ უთხრა: ჩამოდი, სახლის ადგილი მომიზომეო!მამალმა უთხრა: მამასახლისი მანდ წევს, გააღვიძე და ეგ მოგიზომავსო!მელია მამლის ნდობამ შეაცდინა, მივიდა ძაღლთან, გააღვიძა და უთხრა: ადექი, სახლის ადგილი მინდაო.

წამოდგა ძაღლი, გამოუდგა მელიას, დაჩეჩქვა და კუდი მოწყვიტა. წავიდა დაკოდილი, დაგლეჯილი მელა, გორაკზე შედგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართა და თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, იმასაც ნახავთო!



No comments:

Post a Comment