გაცდენის შემთხვევაში უნდა ვიყო გაფრთხილებული!!!
ბუნება დავალება მოამზადეთ ბუნების რვეულიდან გვერდი 21 ..~
ბატები და იხვები
სისხამ დილაზე საქათმიდან გამოიშალნენ ქათმები, ბატები და იხვები. ქათმები აქეთ-იქით მიწაზე გაიფანტნენ და ფაცაფუცით დაუწყეს ძებნა მარცვლებს, მატლებს , პურის ნამცესებს და სხვა თავის საკბილო საჭმელს. ბატები და იხვები კი სხვანაირად მოიქცნენ. ისინი ბაჯბაჯით გაიქცნენ და სიხარულით გადაცვივდნენ ახლო მოჩანჩქარე რუში. რისთვის? იმისთვის, რომ ქათმებივით ამათაც უნდოდათ თავისი ჩიჩახვები ამოევსოთ მატლებით, ხავსითა და წყლიანი ბალახით, მდინარის პირას რომ იყო ამოსული. ჩაცვივდნენ თუ არა წყალში, მაშინვე წყალმა ზევით მოიტივტივა იმათი ნავის მსგავსი ტანი. იხვებმა ნიჩბებივით მოუსვეს თავიანთი ბრტყელი ფეხები, რომელზედაც სამივე თითი გაერთიანებული ჰქონდათ კანით, და დაიწყეს თავისუფლად სიარული რუში. ცურვაში ისიც შველოდათ , რომ ბუმბული ლიპი ჰქონდათ და წყალი შიგნით ვერ ასველებდა. მძიმე ბატები უფრო ზანტად დაცურავდნენ. იხვები ქარივით დაქროდნენ.
მთელი დღე ბატებმა და იხვებმა გაატარეს ჭყუმპალაობაში, საჭმლის ძებნასა და ყიყინში.
ი. გოგებაშვილი

ქართული ასო ბგერა- ვ- ტექსტი კითხვით, დავალება ჩანიშნული აქვთ დედაენის რვეულში,, დამატებით გამოწერონ ახალი რვეულები რომ აიგეს ორშაბათისთვის შემდეგი:აი ია. აი თითი. ის იას სათითეა. მუხა ხეა. ოთახში ოთხი კუთხეა.შიომ შოთას თოკი სთხოვა.
ბატები და იხვები
სისხამ დილაზე საქათმიდან გამოიშალნენ ქათმები, ბატები და იხვები. ქათმები აქეთ-იქით მიწაზე გაიფანტნენ და ფაცაფუცით დაუწყეს ძებნა მარცვლებს, მატლებს , პურის ნამცესებს და სხვა თავის საკბილო საჭმელს. ბატები და იხვები კი სხვანაირად მოიქცნენ. ისინი ბაჯბაჯით გაიქცნენ და სიხარულით გადაცვივდნენ ახლო მოჩანჩქარე რუში. რისთვის? იმისთვის, რომ ქათმებივით ამათაც უნდოდათ თავისი ჩიჩახვები ამოევსოთ მატლებით, ხავსითა და წყლიანი ბალახით, მდინარის პირას რომ იყო ამოსული. ჩაცვივდნენ თუ არა წყალში, მაშინვე წყალმა ზევით მოიტივტივა იმათი ნავის მსგავსი ტანი. იხვებმა ნიჩბებივით მოუსვეს თავიანთი ბრტყელი ფეხები, რომელზედაც სამივე თითი გაერთიანებული ჰქონდათ კანით, და დაიწყეს თავისუფლად სიარული რუში. ცურვაში ისიც შველოდათ , რომ ბუმბული ლიპი ჰქონდათ და წყალი შიგნით ვერ ასველებდა. მძიმე ბატები უფრო ზანტად დაცურავდნენ. იხვები ქარივით დაქროდნენ.
მთელი დღე ბატებმა და იხვებმა გაატარეს ჭყუმპალაობაში, საჭმლის ძებნასა და ყიყინში.
ი. გოგებაშვილი
No comments:
Post a Comment