Thursday, November 24, 2016

ქართული 25.11

 გაკვეთილის თემა: ასო-ბგერა ფ     

  ტექსტი კითხვით... დავალება ჩანიშნული აქვთ... წაიკითხეთ,, გაიაზრეთ,როგორ აჩუქეს ოფოფს სავარცხელი/???/
                                   ვინ აჩუქა ოფოფს სავარცხელი.
                           


           ოფ-ოფ-! უფ -უფ! -ჩიოდა ოფოფი,-ფერიებმა-ფლორამ და ფაუნამ წვეულებაზედამპატიჟეს, მე კი სავარცხელი არ მაქვს,რომ ბუმბული დავივარცხნო! რასაშინელებაა! აბა რას ვგავარ! კარგადიცოდა, სავარცხელი ვისაც ჰქონდა“, ეს იყომამალი-მისი მეზობელი-      __  სავარცხელიგათხოვო? რას ამბობ? არავითარშემთხვევაში!__დაიყივლა მამალმა----მე ისმუდამ თან დამაქვს, არასოდეს ვიშორებ,ამიტომაც არასოდეს მეკარგება...
     წვეულებაზე ყველა მხიარულობდა. საბრალო ოფოფი! იგიმამლის ზურგს უკან იმალებოდა. ფერიებმა მაინც დაინახეს.
___რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი? -__იკითხა გაკვირვებულმაფერია-ფლორამ,-გამხიარულდი, შენ ხომ ძალიან ლამაზიფრთოსანი ხარ!
__ლამაზიო?-დამცინავად დაიყვირა მამალმა___ფერიებო,ნუთუ  ვერ  ხედავთ? როგორი გაჩეჩილია, დაუვარცხნელი.ამიტომაც იმალება...
___სულ ესაა? მეტი არაფერი?-გაიღიმა ფერია-ფაუნამ,-დღეიდან მას თავზე ულამაზესი სავარცხელი ექნება!
nbsp;
      დარცხვენილ   ფრთოსანს   ფერია-ფაუნამ  ხელი  თავზეგადაუსვა. ოფოფს თავზე უცებ საოცარი სამკაული გაუჩნდა, მამლის სავარცხელი  იმასთან  რა მოსატანი იყო?
     ფერია-ფლორამ  გაიღიმა და ჯადოსნური სიტყვებიწაიჩურჩულა. ოფოფის ბუმბული საუცხოოდ მოიხატა.
___რა ბედნიერი ვარ! დიდი მადლობა, ფერიებო-ფლორა დაფაუნა!-დაიძახა გახარებულმა ოფოფმა.
        სავარცხელი წამოიშალა, გაგოგმანდა. ისე გალამაზდა,თითქოს დიდი, უცნაური პეპელა ყოფილიყო:
__ფერიების ნაჩუქარ სავარცხელს არასოდეს მოვიცილებ! ოფ-ოფ! უფ-უფ!

No comments:

Post a Comment