Tuesday, November 15, 2016

ქართული 16,11

ასო-ბგერა კ, კარგი კითხვით, ივარჯიშეთ კითხვაში,,,დავალება ჩანიშნული აქვთ,,,

წაიკითხეთ, გაიაზრეთ და დახატეთ თქვენთვის საინტერესო სიუჟეტი მოცემული ეპიზოდის მიხედვით,,,

ჭიანჭველა და ფუტკარი


ჭიანჭველას ზურგზე თავისზე ოთხჯერ უფრო დიდი ტვირთი წამოეკიდა და მიათრევდა, თან ჩიოდა: მე რომ ვშრომობ, ისე არავინ, მაგრამ ჩემი ქება არავისგან გამიგია. აი, ბზუილა ფუტკარი, მხოლოდ ყვავილიდან ყვავილზე ფრენით ერთობა, არაფერს აკეთებს და ყველა მის ქებაშია. ეს ხომ უსამართლობაა? ფუტკარმა გაიგო ჭიანჭველას ჩივილი და უპასუხა: - მეგობარო, ჩემი შრომით ღმერთსაც ვადგები და ადამიანებსაც, ამიტომაც მე ყველა მაქებს, შენ კი მხოლოდ შენი თავისთვის ზრუნავ და სწორედ ამიტომ არის, რომ არავინ არაფრად გაგდებსო. გამოცანა:"ერთი რამე სულიერი, შრომით დამკრეფი ვარდისა, ჯერ ღვთისა მოსამსახურე, მერე ყოვლისა კაცისა"


No comments:

Post a Comment